ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნით, 20 000-მდე ხელმოწერა შეგროვდა

საინიციატივო ჯგუფს, რომელიც საქართველოში ერთნაირსქესიანი ქორწინების შესახებ რეფერენდუმის გამართვას ითხოვს ჯერჯერობით, მხოლოდ 20 000-მდე ხელმოწერა აქვს შეგროვებული.

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი – „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?“ რეგისტრაციაში მარტის ბოლოს გაატარა. საინიციატოვო ჯგუფს კანონით სამი თვის ვადა აქვს, რომ 200 000 ხელმოწერა შეაგროვოს და ივნისის ბოლომდე, კომისიაში წარადგინოს.
თუ, საინიციატოვი ჯგუფი, 30 ივნისისთვის, სარჩევნო კომისიაში, ხელმოწერების საჭირო რაოდენობის წარდგენას შეძლებს, მაშინ, კომისია მომდევნო ერთი თვის ვადაში, მათ სინამდვილეს შეამოწმებს და 1 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს.
“ორგანული კანონის მიხედვით, პრეზიდენტ მარგველაშვილს 30 დღის ვადა აქვს დანიშნოს რეფერენდუმი ან მასზე, მოტივირებული უარი თქვას. თუ რეფერენდუმი დაინიშნა, მასშტაბური ღონისძიების მატერიალური უზრუნველყოფა, გადამხდელების ხარჯზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება”, –  წერს “ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია.
banner
წინა სტატიაშიჩერვონენკო: სააკაშვილი ჩემთვის მკვდარია
შემდეგი სტატიაგაერო-ს გენერალური მდივანი საქართველოს 23 აპრილს ეწვევა