ერთპარტიულად, ძალმომრეობით და ხელის გადაგრეხვით მიღებული კონსტიტუცია – ოპოზიცია მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

რთპარტიული კონსტიტუციის დამტკიცების გამო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მმართველ გუნდს აკრიტიკებენ.
მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა საზოგადოების აზრის გათვალისწინების გარეშე მიიღო ახალი კონსტიტუცია.

„გუშინდელ სხდომაზე ქართულმა ოცნებამ რიცხობრივი უპირატესობის ბოროტად გამოყენებით, ფაქტობრივად, დაუსაბუთებლად, მიიღო კონსტიტუცია, რომელიც აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია ქართული საზოგადეობის მოთხოვნებთან,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივანი, თინათინ ბოკუჩავა, იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას ხელს არ მოაწერს.

„ვიმედოვნებ ნამდვილად, რომ პრეზიდენტი არ მოაწერს ამ კონსტიტუციას ხელს და კობახიძეს მოუწევს, რომ აიღოს მთლიანად პასუხისმგებლობა კონსტიტუციაზე, რომელიც არის ერთპარტიული, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო ძალმომრეობით და ხელის გადაგრეხვით,“ – აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

117 ხმით 3-ის წინააღმდეგ – საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ახალი კონსტიტუცია გუშინ დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაში“შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა“ – “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლელა ქებურია საპროტესტო აქციას აანონსებს
შემდეგი სტატიასაარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი