“ერთხელ ვცემეო”- გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალი ბავშვზე ძალადობას აღიარებს

არასრულწლოვნებზე ძალადობის მორიგი შემთხვევა იმავე ოჯახში, სადაც ერთი ბავშვი სავარაუდოდ, უკვე შეეწირა ფიზიკურ ძალადობას. ამჯერად სამართალდამცველებმა გარდაცვლილი 4 წლის ნონო ზალინაშვილის მამინაცვალი დააკავეს. ირკვევა, რომ არკადი ძავაშვილი ფიზიკურად ძალადობდა შვილებზე, რომლებიც ახლა მინდობით აღზრდაში იმყოფებიან.

ძიება სწორედ ბავშვების ინფორმაციის საფუძველზეა დაწყებული. გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულს უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. ბრალდებულის დედის განცხადებით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

„უთხრეს, რომ შენ ბავშვი გიცემიაო და წაიყვანეს. ხო ერთხელ ვცემეო, ვერ გავტეხეოდა. ამბობს ხო, განა არ ამბობს,“-აცხადებს არკადი ძავაშვილის დედა ბაბულია ძავაშვილი.

არასრულწლოვნებზე მამის მხრიდან განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ მეზობლები. ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ მედიით გაიგეს.

„არ მსმენია ძალადობის შესახებ. ქალზე კი, დაკითხვაზეც ვიყავი და ინტერვიუებიც ვნახე. ამ კაცის მიმართ არანაირი კითხვა არ არსებობდა. თუ ამ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, ალბათ გამოძიებაში რამე გამოიკვეთა“, – აცხადებს მეზობელი.

შეგახსენებთ, 4 წლის ნონო ზალინაშვილის ​ დედა რამდენიმე თვეა უკვე დაკავებულია და მას გამოძიება გოგონას მიმართ ძალადობას ედავება, რასაც ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : პარლამენტში მსხდომების ნახევარზე მეტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და აქტიური მხარდამჭერი იყო
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : გიორგი ქობულიას ქართულად უჭირს გადმოცემა, მის განცხადებებზე მასვე ჰკითხეთ