„ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიების ჩახსნის მოთხოვნით ცესკო-ში განცხადება შეიტანა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკო-ში წარადგინა განცხადება, რითაც პარლამენტში სიის ჩახსნას ითხოვენ. როგორც სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, ახლა ელოდებიან „რუსულ სპეცოპერაციაში ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს, გიორგი კალანდარიშვილს“, რათა დააკმაყოფილოს კოალიციის განაცხადი.

„მოვიტანეთ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ სახელით განცხადება თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ხელმოწერით, კანონით დადგენილი წესით, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციას სთხოვს, რომ ჩაიხსნას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სია, ვინაიდან ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს და ველოდებით მათი მხრიდან დაკმაყოფილებას ჩვენი განცხადების. სამი დღის ვადაში ველოდებით, რომ რუსულ სპეცოპერაციაში ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ, გიორგი კალანდარიშვილმა დააკმაყოფილოს ჩვენი განცხადება კანონით დადგენილი წესით, შემდგომ ყველა ნაბიჯს და კანონით დადგენილ წესს გამოვიყენებთ, რომ ამ პარლამენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია. ამ პარლამენტს არ აღიარებს არავინ, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ეს არის თვითმარქვია პარლამენტი და თვითმარქვია ხელისუფლება.“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ლაშა ფარულავას განცხადებით, „სტრასბურგში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა საჯარო განცხადება, რომ ჩვენ ვხსნით პარტიულ სიას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ წერილობითი განცხადება შევიტანეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ჩახსნან ჩვენი პარტიული სია. ჩვენ რუსულ პარლამენტში არაფერი გვესაქმება, ჩვენ ამ პროცესს არ მივანიჭებთ ლეგიტიმაციას და გავაგრძელებთ ბრძოლას. ვითხოვთ ახალ არჩევნებს, რომელიც უნდა იყოს გამჭვირვალე და ეს გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა.“ – განაცხადა ლაშა ფარულავამ

banner
წინა სტატიაშიცენზურის მანქანა ჩაირთო…“ – ოლიკო გვრიტიშვილო
შემდეგი სტატიასახალხო დამცელის აპარატის თანამშრომელთა ნაწილი – სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის საქმიანობას და მისდამი ნდობას