ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიგი წერეთელი აშშ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ბენ კარდინს შეხვდა

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიგი წერეთელი აშშ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ბენ კარდინს შეხვდა.”

გიგი წერეთელი აშშ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ბენ კარდინს ლონდონში შეხვდა, სადაც “მაგნიტსკის ჯილდოს”გადაცემის ღონისძიება გაიმართა. ეს ჯილდო ადამიანის უფლებების სფეროში გამორჩეულ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს ყოველწლიურად გადაეცემათ სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით.

გიგი წერეთლის განცხადებით – “ მქონდა პატივი დავსწრებოდი ამ
მნიშვნელოვან ღონისძიებას და შევხვედროდი წლევანდელ ნომინანტებს. მოხარული ვარ, რომ ეს ჯილდო სენატორ ბენ კარდინს გადაეცა, რომლის მოღვაწეობაც ათწლეულობის განმავლობაში , სწორედ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში კარგადაა ცნობილი. მე მასთან მრავალწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს ეუთო-სა და ჰელსინკის კომისიის კუთხით, მათ შორის “მაგნიტსკის სიის “”საერთაშორისო მხარდაჭერის საკითხშიც, რაშიც ბენ კარდინს ჯონ მაკკეინთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის.ამავდროულად ის არის საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიის აქტიური მხარდამჭერი . მისი პოზი ცია და განცხადებები სენატის საგარეო კომიტეტში თუ ჰელსინკის კომისიაში ყოველთვის უპირისპირდება რუსეთის პოლიტიკას, ოკუპაციას, კორუფციას , იცავს ადამიანის უფლებებს და დემოკრატიულ პრინციპებს, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ბენ კარდინი სენატში “მეგობარი აქტი”-ს ერთერთი ინიციატორია.

“მაგნიტსკის ჯილდო” 2015 წელს ბილ ბრაუდერმა დააფუძნა , რომლის კომპანიის , “Hermitage Capital”-ის თანამშრომელი იყო სერგეი მაგნიტსკი. ბილ ბრაუდერის ინიციატივით შეიქმნა სია და აშშ კონგრესმა მიიღო გლობალური აქტი, რომლის საფუძველზე 650 ზე მეტი ინდივიდი სხვადასხვა ქვეყანაში დასანქცირდა ადამიანის უუფლებების დარღვევის, კორუფციის თუ ანტიდემოკრატილი ქმედებების გამო.” – განაცხადა გიგი წერეთელმა

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს ბრალდებას დაუმძიმებს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსის მოადგილე – ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები რუსეთის არმიასთან ბრძოლისთვის იქნებიან მზად, თუ ვლადიმერ პუტინი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში შეიჭრება