„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აშშ-დან ირაკლი კობახიძის წერილს გამოეხმაურა

 

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი მეორე დღეა პარტიის თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასთან ერთად აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ისინი კონგრესმენებთან და სენატორებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ.

პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძის ღია წერილს გამოეხმაურა და თქვა, რომ ასეთი ღია წერილებით საქმე არ კეთდება და ვერ შეაფერხებენ მეგობარი აქტის მიღებას, რომლის მიღებაც რუსულ რეჟიმს ძალიან ეშინია;

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით – „ამ ღია წერილით „ოცნების“ რეჟიმმა კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე, რომ ისინი არიან კოლექტიური რუმინელი კელინგერსკოები, რომელიც ღიად პროპუტინისტი ლიდერი იყო რუმინეთში, რომელიც ვეღარ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ასევე, იმავდროულად ცდილობენ, რომ შეაფერხონ მეგობარი აქტი, რომელიც უკვე სენატშია გადმოსული, მაგრამ ეს ვერ მოხდება, რადგან ასეთი ღია წერილებით საქმე არ კეთდება. ამ რეჟიმს ყველაზე მეტად ის აღიზიანებს და იმას ვერ ეგუება, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მაინც რჩება პროდასავლურ, პროევროატლანტიკურ ვექტორზე და ინარჩუნებს ერთგულებას იმ ღირებულებების მიმართ, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის.“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი დაიჭირეს; პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების ახალი ეტაპი გახსნილად გამოცხადდა-მელია
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში დავით მარკოზაშვილის ბიზნეს სესია გაიმართება