„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია აგრძელებს ოფიციალურ ვიზიტს ვაშინგტონში

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია აგრძელებს ოფიციალურ ვიზიტს ვაშინგტონში. დელეგაციამ ვიზიტის მეორე დღეს სენატში მაღალი დონის შეხვედრები გამართა.“

პარტიის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს სენატორ თომ ტილისის, სენატორ ტედ ბადის ოფისებთან და სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტთან.

ორმხრივი შეხვედრის განხილვის მთავარი თემა იყო MEGOBARI აქტის წარმომადგენელთა პალატაში მიღება და მისი მომდევნო ეტაპი სენატში. ენმ-ის
დელეგაციამ მოუწოდა სენატორებს, რომ დაჩქარებული რეჟიმით განიხილონ და დაამტკიცონ აღნიშნული კანონი, რომელიც საქართველოს მოსახლეობისადმი ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას გამოხატავს ამ კრიტიკულ დროს.

თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ რომ MEGOBARI აქტის სენატში სწრაფად მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც სიმბოლური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, მისი თქმით, აშშ საქართველოს გვერდით დგას დემოკრატიისთვის ბრძოლაში.

დელეგაციის წევრებმა სენატის ლიდერებს მოწვევა გადასცეს საქართველოს მოსანახულებლად, რაც კიდევ უფრო გაამყარებს კავშირებს აშშ-ს და ქართველ ხალხს შორის და იქნება სოლიდარობის გამოხატულება ხალხის მიმართ, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისა და ევროპული არჩევანის დასაცავად.

როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, მნიშვნელოვანია როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მკაფიო და ერთიანი ხმა.

ვიზიტი გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში და მოიცავს დამატებით შეხვედრებს კონგრესის ლიდერებთან, ამერიკის ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.“

banner
წინა სტატიაშისაქართველომ გაეროში პოლოლიკაშვილს შესაძლოა, მხარი აღარ დაუჭიროს და UAE-ს კანდიდატს მიემხროს
შემდეგი სტატია„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი კონგრესმენ სტივ კოენს შეხვდნენ