ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ ბრიფინგზე კოალიციის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ისინი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეასრულა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადეს შედეგები, რომლებიც აჩვენებს, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოპარა და ამით მოიპარა ევროპული მომავალი. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის სახელით ვაცხადებთ, რომ ჩვენ მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ამ მოპარული, მიტაცებული საარჩევნო შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, “დღევანდელი ისტორიული არჩევნები იყო ქართველი ხალხის გამარჯვება და დარჩება ქართველი ხალხის გამარჯვებად. ეს აჩვენა, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა ეგზიტპოლებმა, სადაც დიდი უპირატესობით გამოჩნდა პროევროპული, პროდასავლური ოპოზიციის გამარჯვება. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეასრულა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადა შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოჰპარა და ამით მოჰპარა ევროპული მომავალი.
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ მოპარული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ჩვენ ამ მოპარული, მიტაცებული საარჩევნო შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამგვარი პოზიცია იქნება სრულიად ოპოზიციურ ველზე, რადგან მიგვაჩნია, რომ მიგვაჩნია, რომ ის გამარჯვება, რომელიც დღეს მოიპოვა ქართველმა ხალხმა, არ ეკუთვნის რომელიმე ერთეულ პარტიას, არამედ ეკუთვნის მთლიანად ქვეყანას და ერთობლივად ოპოზიციას, რომელსაც მისცა ნდობის მანდატი ქართველმა ხალხმა. ჩვენ ვიბრძოლებთ როგორც არასდროს, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაბრუნებლად და არ შევეგუებით მოპარული არჩევნების შედეგებს. ჩვენ უკვე შევხვდით ჩვენს პროდასავლელ, პროევროპულ, მომავალ კოალიციურ პარტნიორებს და დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი მთავრობა იქნება კოალიციური მთავრობა და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს საათებში ჩვენ ასევე, გავაკეთებთ განცხადებას, თუ როგორ ვმოქმედებთ ამ საარჩევნო შედეგის დასაცავად, რომელიც იყო დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის და რომლის მოპარვასაც ახლა ცდილობს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ არ ვთმობთ ჩვენს ევროპულ მომავალს და არ ვიღებთ მოპარული არჩევნების შედეგებს, რომელსაც აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ– თქვა ბოკუჩავამ.
***
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქართულ ოცნებას – 52.99% აქვს, ოპოზიციას – 38.27%.