„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა

შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებულ წინასარჩევნო გარემო იყო.
„შეხვედრაზე ხაზი საერთაშორისო დამკვირვებლების არჩევნებზე დასწრების აუცილებლობას გაესვა. ელჩმა განაცხადა, რომ საფრანგეთის საელჩო მუშაობს, რათა საერთაშორისო დამკვირვებელთა რიცხვი გაიზარდოს.
ნინო ბურჯანაძემ ამ ინიციატივისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.
ელჩი განსაკუთრებით დაინტერესდა პარტია „ერთიანი საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიით, თუ როგორ აფასებს ნინო ბურჯანაძე მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და რა არის მისი ძირითადი მესიჯი მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.
პარტია „ერთიანი საქართველოს ლიდერმა“ ასევე იმ შეხვედრებზე ისაუბრა, რომელსაც პერმანენტულად მართავს მოსახლეობასთან. მან განაცხადა , რომ ყველა მისი საარჩევნო ვიდეო-მასალა, ასევე სამომავლო აქტივობის გრაფიკი განთავსებულია „ერთიანი საქართველოს“ ვებ-გვერდზე. ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ საელჩოს წარმომადგენლები თვალ-ყურს მიადევნებენ მოსახლებასთან მისი შეხვედრების „ფეისბუქ-ლაივებს““,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიეგო კოლასმა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს წარმატება უსურვა. თავის მხრივ ნინო ბურჯანაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და კეთილი სურვილებისთვის.

banner
წინა სტატიაშიზაზა გოროზია: აი, თქვენ რომ დედის ნახვა აგიკრძალონ, დედა აღარ გეყოლებათ? – ეს ხომ სისულელეა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახმეტაში მატყლის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა