„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ სიის პირველი ათეული ცნობილია

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ სიის პირველი ათეული ცნობილია. პარტია კანონის შესაბამისად სიას ცესკოში დღეს წარადგენს, ოფიციალურ პრეზენტაციას კი უახლოეს დღეებში გეგმავს.

სიის პირველი ნომერია პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, მეორე – პარტიის გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე, მესამე პოლისაბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე.

ათეული ასე გრძელდება: ოთარ თავართქილაძე – პოლიტსაბჭოს წევრი და თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბესო დანელია – პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ზურაშვილი – პოლიტსაბჭოს წევრი, მამუკა აჩბა – პოლიტსაბჭოს წევრი და რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბექა პეტრიაშვილი- პოლიტსაბჭოს წევრი, მაია ხრიკაძე – ბირჯომის შტაბის ხელმძღვანელი, ვანო მაჭარაშვილი – გორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა თვითკმაყოფილებას არავინ მიეცემა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გამოსასწორებელია
შემდეგი სტატიაავეჯის სახლი „აპოლო“ წარმოებას აფართოებს