„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ „ქართულ ქარტიას“ უერთდება

პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ უერთდება „ქართულ ქარტიას“.

„ქარტიის სულისკვეთება, საქართველო იყოს ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო და გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი, არის ამოცანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად ყოველთვის იყო პარტიის პრიორიტერი.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ქარტია დღეს არის კეთილი სურვილების დეკლარირება და მნიშვნელოვანია, რომ ქარტიის მხარდამჭერთა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ამ პრიორიტეტების რეალიზაცია და გაცხადებული მიზნების მიღწევა“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს.

banner
წინა სტატიაშიგნებავთ საკონსტიტუციო სასამართლოში წაიღონ საქმე, გნებავთ სხვა მაღალი განსჯადობის მქონე ქვეყნის ფარგლებს მიღმა – ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე
შემდეგი სტატიამიხეილ სარჯველაძე – ონკოლოგიის დაფინანსებაზე 2012 წლის განმავლობაში დანახარჯი შეადგენდა სულ 13 მილიონს ლარს, 2024 წელს დაგეგმილი ხარჯის ოდენობა შეადგენს 229 მილიონ ლარს