ერთიანი ოპოზიციური პლატფორმა დასავლელ კოლეგებთან ერთად ყველა ღონეს ვიხმართ, რათა ჩვენი მოთხოვნები შესრულდეს – კალოიანი

ევროპული საქართველოს წევრი, ვახტანგ კალოიანი, საერთო ოპოზიციურ გეგმებზე საუბრობს.
კალოიანის თქმით, ერთიანი ოპოზიციური პლატფორმა აქტუალურია და ის აქტიურად მუშაობს დასავლელ კოლეგებთან ერთად, რათა ერთიანი პოზიცია იქნას შემუშავებული.
კალოიანმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელი რჩება და ოპოზიციური სპექტრი ყველა ღონეს იხმარს, რათა მოთხოვნები შესრულდეს.
„ერთიანი ოპოზიციური პლატფორმა აქტუალურია, მოლაპარაკებები მიდის პარტიებს შორის, ჩვენ მომართული ვართ იმაზე, რომ ერთიანი პოზიცია იქნას შემუშავებული, რაც შეეხება ბატონი ელისაშვილის გეგმებს, ის ოპოზიციის გეგმებში აქტუალური აღარ არის.
ყველანაირი გზა, რომელიც მიგვიყნას შეთანხმებამდე, რომელიც მიგვიყვანს რიგგარეშე არჩევნებამდე, საარჩევნო სისტემის ცვლილებამდე და საბოლოო ჯამში სამართლიან არჩევნებამდე, არის ჩვენთვის აქტუალური და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამაზე ოპოზიციის ფორმატში, ჩვენს დასავლელ კოლეგებთან და ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ეს გადაწყვეტილება დადგეს.
ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, სხვადასხვა ფორმატში, შეხვედრის საკითხები უცვლელია, ეს არის სამართლიანი საარჩევნო გარემო, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, საარჩევნო სისტემის ცვლილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი და ოპოზიცია აქტიურად ვმსჯელობთ და მივდივართ შეთანხმებამდე საერთო ოპოზიციურ გეგმებთან მიმართებაში.“ – განაცხადა კალოიანმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა პირველ ვიცე-პრემიერად და კურატორად ეკონომიკური მიმართულებით მაია ცქიტიშვილი დანიშნა
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი – 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო