ზაზა კედელაშვილი სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

ზაზა კედელაშვილი სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ,,თაიმერი” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მე ზაზა კედელაშვილი როგორც ყველა მოქმედი თუ ვეტერანი სპორტსმენი ვემიჯნები და ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, თავს ვიკავებდი ვაი პოლიტიკანების ცილისწამების კომენტირებისაგან თუმცა გუშინ მომხდარ ფაქტს და ჩემს მიმართ გამოთქმულ სრულიად უსაფუძვლო ბრალდებას ნამდვილად ვერ დავტოვებ რეაგირების გარეშე, მე როგორც ქართველს, ყოფილ სპორცმენს ამაზრზენად მიმაჩნია სპორცმენთა გამოყენება მსგავსი სახის პროვოკაციებში რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა სოფელ კორცხელში, ასევე მინდა ვთხოვო სამართლიანად აღშფოთებულ საზოგადოების დიდ ნაწილს თავი შეიკავონ მთლიანად სპორტული ოჯახის შეურაწყოფისაგან რადგან ის მცირე ჯგუფი ხელისუფლების მიერ ზონდერ ჯგუფებად გამოყენებული სპორცმენები ნამდვილად არ წარმოადგენენ ქართული სპორტული ოჯახის სახეს და მითუმეტეს არ გამოხატავენ მათ აზრს. მე კი ისე როგორც ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ვიდექი და ვდგავარ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე.“

banner
წინა სტატიაშიკორცხელში მომხდარი ინციდენტში სამხედრო მომსახურის შესაძლო მონაწილეობაზე თავდაცვის უწყებამ მოკვლევა დაიწყო
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ გამოაშკარავებულ სკანდალურ ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ