ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაცია მიმართვას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში უსაფრთხოდ გადაყვანის შემდეგ, წალენჯიხის “ნაციონალური მოძრაობის” 4 წევრი შიმშილობას შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” წალენჯიხის რაიონული ორგანიზაცია ავრცელებს.

“მოგეხსენებათ , საქართველოს მესამე პრეზიდენტის სოლიდარობის მიზნით მესამე დღეა მივმართეთ მშვიდობიანი პროტესტის უკიდურეს ზომას ,
როგორც კი პრეზიდენტი გადაყვანილ იქნება მულტიფუნქციურ კლინიკაში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება ვწყვეტთ შიმშილობას !
თუმცა ,ბრძოლა გრძელდება სხვა მეთოდებით, მის სრულ თავისუფლებამდე !
ბრძოლა გრძელდება წალენჯიხის მომავლისთვის !
ბრძოლა გრძელდება მრავალპარტიული, დეპოლარიზებული, ერთიანი საქართველოსთვის!
მადლობა მორალური მხარდაჭერისათვის ,წალენჯიხის არჩეულ მერს გიორგი ხარჩილავას !მადლობა, ელენე ხოშტარიას თავდადების მაგალითის ჩვენებისთვის ! მადლობა ავთანდილ გაბელიას , მორალური მხარდაჭერისთვის ! მადლობა მოსახლეობას გულწრფელი თანადგომისთვის .

პატივისცემით წალენჯიხაში მოშიმშილეები : ირაკლი სალია, გიორგი ჯინჯოლავა , გელა გაბელია ,რომან კვარაცხელია”-ნათქვამია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წალენჯიხის რაიონული ორგანიზაცია მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშინიკა ოქრიაშვილი: გორის ჰოსპიტალში MRT-ს აპარატი გაფუჭებულია და არ მუშაობს
შემდეგი სტატია23 ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილე პირების სანქცირებას ითხოვს