ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ აკაკი მინაშვილის თქმით, არსებული ვითარებით ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა გამორიცხული

minashvili-akaki“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ აკაკი მინაშვილის თქმით, არსებული ვითარებით ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა გამორიცხულია.

” საქართველოს მთავრობა კმაყოფილია და ნეტარებითაა მოცული, მიხუედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა. თითქმის არ იყო საუბარი გამოწვევევბზე, საქართველოს მოსახლეობა კარგად ხედავს როგორი ვითარებაა ქვეყანაში და როდესაც მთავრობას ამის ანალიზის უნარი არ აქვს, მას არც გადაჭრის გზები აქვს. ესაა უმძიმესი ვითარება.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ინვესტიციეის კლება, რომლის რამდენიმე მიზეზი არსებობს – პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო საქართელოს წარმატების დაკნინება, როცა ივანიშვილი დაოსში აცხადებდა, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგები ტყუილი იყო. ამით მან ინვესტორებს მისცა სიგნალი, რომ საქართველოში ფულის ჩადება არ ღირდა.

მეორე – არასტაბილური ვითარება ყველგან და განსაკუთრებით ნიშანდობლივია თავდასხმები ოპოზიციურ პარტიებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა და მუქარა მართ მიმართ, თავდასხმა მედიაზე.

რთული ვითარებაა კრიმინალური თვალსაზრისითაც და როცა ამას ინვესტორი ხედავს, ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში ფულის ჩადება არ ღირს.

მესამე – სამართალდამცავი ბერკეტების გამოყენება ბიზნესის წინააღმდეგ.

კორუფქცია ისევ სერიოზული პრობლემა გახდა ქვეყნისთვის.

ასეთ მდგომარეობაში ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა არ ექნება, მაგრამ გამოსავალი არსებობს იმაში, რომ მოდის 2016 წელი, როცა თქვენ ხელისუფლებას დატოვებთ.” – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს და თურქმენეთის პრეზიდენტებმა ეკონომიკური პროექტები განიხილეს
შემდეგი სტატია“ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური ბრალდება” – გიგი კალანდაძის პირველი კომენტარი