5.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 6, 2026
banner

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია მარკ პრიჩარდს შეხვდა

დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია ბრიტანეთის თემთა პალატის წევრსა და საქართველოზე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს, მარკ პრიჩარდს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-დიდი ბრიტანეთის ორმხრივი პარტნიორობის საკითხები, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები და რეპრესიული მმართველობის გაღრმავება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის თემას. საუბარი ასევე შეეხო მის მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფორმატის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში,-აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: 4 ოქტომბრის არჩევნები ბრძოლის ველია, რომელზეც ქართველ ხალხთან ერთად შევდივართ
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის კანდიდატურას განიხილავს