„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრს ბლერ მაკდუგალს შეხვდნენ

დიდი ბრიტანეთის ვიზიტის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ – თინა ბოკუჩავამ, პეტრე ცისკარიშვილმა და ლევან სანიკიძემ შეხვედრას გამართეს თემთა პალატის წევრ ბლერ მაკდუგალთან, რომელიც მმართველი ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელია.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა, პოლიტიკური ლიდერების დევნა, სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებები, ასევე პოლიტპატიმრების რაოდენობის მზარდი სტატისტიკა.

ხაზი გაესვა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დამატებითი საერთაშორისო სანქციების დაწესების აუცილებლობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სირიის ახალი ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების პროცესს – მიმართულებას, სადაც დიდ ბრიტანეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

banner
წინა სტატიაშისუმის მიმართულება ოკუპანტთა დიდ სასაფლაოდაა ქცეული – ცნობები უკრაინიდან
შემდეგი სტატიააბუ-დაბიში ერთმანეთს ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ხვდებიან