ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის წევრ სტივენ გეთინთან, – ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური იტყობინება.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”დელეგაცია – თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე, მეორე დღეა დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან და მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ. პარტიის დელეგაცია დღეს ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის წევრს, სტივენ გეთინს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებული რეპრესიების ახალი ტალღა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების პოლიტიკის შესაძლო გაგრძელება.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს პოლიტიკური ვითარება და ქვეყნის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის, ასევე პოლიტპატიმრების საკითხს და მათ გათავისუფლების აუცილებლობას.



















