„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია, კამპანიის ფარგლებში, აშშ-ს სენატში და სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს აგრძელებენ

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილე ალექსანდრე კრევო ასათიანი ამბობს, აშშ-თან თავისუფალ ვაჭრობის შეთანხმება ნიშნავს ათი ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და საქართველოს გაძლიერებას როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე საქართველოს უსაფრთხოებისათვის;

“აშშ-თან თავისუფალ ვაჭრობის შეთანხმება ნიშნავს ათი ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, ნიშნავს ახალი ქარხნების გახსნას საქართველოში, ახალი ამერიკული კომპანიების ჩამოსვლას და ნიშნავს ქართული კომპანიების გაძლიერებას საქართველოში. ასეთი შეთანხმება იქნება კარგი საქართველოს უსაფრთხოებისთვის, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისთვის გახსნის კარებს. ამიტომ გვჭირდება ასეთი შეთანხმება და ამიტომ ვართ დღეს აქ. დღეს გვქონდა საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტთან, ასევე წარმომადგენელთა პალატაში და ახლა ვიმყოფებით სენატში და აქაც გავაგრძელებთ მნიშვნელოვან შეხვედრებს. როცა არ გვყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც მზად არის ისაუბროს ასეთ თემებზე, ვინმემ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა და ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იმის ნაცვლად, რომ რუსულ კორუმპირებულ სქემებში და ჩინურ საეჭვო გარიგებებში რომ ჩავიძიროთ, ამის ნაცვლად დასავლური ეკონომიკური შესაძლებლობა მივიღოთ.” – განაცხადა ალექსანდრე კრევო ასათიანმა

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: ეკონომიკური ზრდა არის 7% პირველ 8 თვეში ხოლო ინფლაციის ტემპი ერთ პროცენტზე ნაკლებია
შემდეგი სტატიავასო ურუშაძე: “ბიძინა ივანიშვილი 11 წელია ებრძვის აბრეშუმის გზის პერსპექტივას საქართველოში“