“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და სთხოვს ულებამოსილება შეუჩეროს კახეთისა და გურიის გუბერნატორებს. ამასთან, დაისვას მათი მათ თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხ.

„კახეთის გუბერნატორი, რომელიც თანამდებობაზე იმიტომ დაინიშნა, რომ ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ახლობელი იყო, საგმირო საქეებში რეკორდი მოხსნა. კერძოდ, 21 ე საუკუნეში ბატონ-ყმობის ახალი ფორმები დაამკვიდრა – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მთელი აპარატი მის ოჯახზე მუშაობს. გამოვლინდა ფაქტი, როცა ინფრასტრუქტურის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, სამუშაო საათების დროს შიოლაშვილის მამის მამულში შრომობდა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა და პირი გარდაიცვალა. პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დაწყოს ძიება, თუ რატომ ხდებოდა სახელმწიფო რესურსის კერძო მიზნისთვის გამოყენება.

რაც შეეხება გურიის გუბერნატორს, სწორედ ის უწევდა ორგანიზებას ფოთში, წამების კადრების სკოლის მოსაწავლეებისთვის ჩვენებას. ჩვენ ამის შესახებ პრემიერს ინფორმაიცა მივაწოდეთ, როცა მთავრობას ამტკიცებდნენ, რაზეც გვიპასუხა რომ შეიწავლიდა ამ ფაქტს და თუ დადასტურდებოდა შესაბამის ზომებს მიიღებდა, თუმცა გია სალუქვაძე ისევ რჩება პოზიციაზე. ასეთი სამარცხვინო გუბერნატორიების არსებობის პირობებებში მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სურს თუ არა ასეთი პირების გუნდში ყოლა.“ – განაცხადა ლევან ბეჭაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ახვლედიანი მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ასაჯაროებს
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი: ეს ძალიან სერიოზულ ჩრდილს აყენებს საქართველოს რეპუტაციას