“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გომელაურის მოსასმენად აღარ დაბრუნდება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გომელაურის მოსასმენად აღარ დაბრუნდება.

პარტიის ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს უკვე დაუსვა კითხვები და მისთვის ცხადი გახდა, რომ ის კონკრეტული პასუხების გაცემას არ აპირებს.

“ჩვენ აღარ შევდივართ დარბაზში, მე კითხვები დავუსვი გომელაურს და აღარ მაინტერესებს. ფაქტია, რომ ის არ აპირებს კონკრეტული ინფორმაციის მიცემას”,- ამბობს ხატია დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაში“2 ლაჩარი…პირველმა ლევან მგალობლიშვილმა იძალადა, შემდეგ შეუერთდა ბატონი პაპუაშვილი”
შემდეგი სტატიაპარლამენტის სხდომა, სადაც ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა