“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მორიგი ინიციატივით გამოდის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მორიგი ინიციატივით გამოდის და მთავრობას მიმართავს 3 თვით აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გადაცემულ საქმეებზე მორატორიუმი გამოაცხადონ.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ ისაუბრა.

“11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონა ვირუსი პანდემიად გამოაცხადა და საქართველო ისევე როგორც მსოფლიო, უმძიმესი გამოწვევის წინაშე დადგა. იმისათვის რომ ეს სწრაფად გავრცელებადი სენი დამარცხდეს, მნიშვნელოვანია ერთობა, ისე როგორც არასდროს. ეს გარდაუვალია. ამიტომ, ნებისმიერი ჩვენი ინიციატივა არ უნდა იყოს გაგებული როგორც პოლიტიკური პაექრობა , ესაა რჩევა, რეკომენდაცია თუ როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან.

დღეს ჩვენ მომსწრენი გავხდით როგორ დაედო სრულიად მოულოდნელად ორ ტელეკომპანიას ინკასო. ასევე, 5 ათას იურიდიულ პირს. ეს სერიოზული პრობლემაა მოახლოებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, გამოვდივართ ინიციატივით:

1. 3 თვით შეჩერდეს იძულებითი წესით მიმდინარე აუქციონები

2. 3 თვით გამოცხადდეს მორატორიუმი სააღმსრულებლო მიმდინარე საქმეებზე

3. 3 თვით შეჩერდეს საქმეები, სადაც კრედიტორად წარმოდგენილია სახელმწიფო. აქვე ვგულისხმობ ყველა ჯარიმას – პატრულის, ვიდეოთვალის, სურსათის უვნებლობის,მერიის ზედამხესვწლობის სამსახურის, გაზის კომპანიის და ა.შ.

4. საგადასახადო ორგანოებმა 3 თვით შეაჩერონ იძულებითი აღსრულება.

მხოლოდ დღეს, 400 საქართველოს მოქალაქის მიმართ დაიწყო იძულებითი აღსრულება. ხალხი დღეს არის უკიდურესად მოწყვლადი . იმედს ვიტოვებთ ხელისუფლება ამ ინიციატივას რაც შეიძლება მალე აქცევს რეალობად”-აცხადებეს მელია.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ რეალობის გათვალისწინებით გადაწყვეტილებები შეიცვალოს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ეს ძველი “ტრიუკია”, ბიუჯეტიდან ფული გადაქაჩო საკუთარ ჯიბეში და მერე ყველაფერი შენს თავზე მიიწერო