28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს

5 აგვისტოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ყრილობა გაიმართება.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ 5 აგვისტოს, 15:00 საათზე, სასტუმრო „Hotels & Preference Hualing Tbilisi“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მორიგი“- XIII ყრილობა გაიმართება“,– ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყრილობაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. როგორც ცნობილია, თინა ბოკუჩავას, პარტიის წესდებით განსაზღვრული 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა.

ამასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ მედიასთან განაცხადა, ყრილობაზე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ მიიღება გადაწყვეტილებები.

„ყრილობაზე აღარც პარტიის თავმჯდომარეს ავირჩევთ ისეთი ფორმით, როგორც ახლაა და აღარც გენერალურ მდივანს, ასევე, შემოგვაქვს მეორე სიახლე – პარტიის წევრები გადაიხდიან საწევროს და დაეხმარებიან პარტიას“, – განაცხადა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიგანისაზღვრა მოსწავლეთა ექვსი კატეგორია, რომლებიც სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ
შემდეგი სტატიააგარანის მამულს გიორგი ჭიღლაძისთვის გირაო ამ დრომდე არ გადაუხდია