„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, პრკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, პრკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო მასალის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს ეხება.

როგორც დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, დაკავებული ჯამალაშვილი, რომელზეც პროკურატურა ამბობს, რომ კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი იყო, 2012 წლამდე საერთოდ არ მუშაობდა ძალოვან სტრუქტურაში.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოძიება უსწრაფესად ჩატარდეს და დამნაშავეები დაისაჯონ, მაგრამ დღევანდელი დაკავების ფაქტი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. დაკავებული პირი საერთოდ არ მუშაობდა ძალოვან სტრუქტურაში, შვილი ბრალდებული იყო და პროკურატურასთან გარიგებითაა გამოშვებული, აქაც პროკურატურას აქვს ბერკეტები რომ გარკვეული ზეწოლა მოახდინონ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ სხვა წინარე შემთხვევებში, როცა მეტი მტკიცებულებები იყო, ხელისუფლებამ არცერთი ღონისძიება ბოლომე არ მიიყვანა და პირები არ დასაჯა. შანტაჟი, თვათვალი ამ მთავრობის მეთოდად იქცა, ამიტომ ამ საქმესთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არ გვაქვს. „

გამოძიებასთან დაკავშირებულ კითხვებზე ამახვილებს ყურადღებას პარტიის საერთასორისო მდივანი გიგა ბოკერია და დასძენს, რომ ამ საქმის შემოქმედი ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი აკაკი მიაშვილი კი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი არიან მთავრობაში, ტრადიციად ჩამოყალიბდა რომ ყველა ასეთ გამოძიებას თან ძალიან ბევრი კითხვები ახლავს.

banner
წინა სტატიაში2016 წლის ეროვნული გამოცდებისთვის 40 000–მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა
შემდეგი სტატია” ეს შენ გეხებას” წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრთან კონკრეტული შეთავაზებები აქვთ