„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ციხისძირში მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავებას ეხმაურება

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ციხისძირში მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავებას ეხმაურება. როგორც გიორგი გაბაშვილმა დღეს მაგართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაკავებულები არიან როგორც პარტიის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.

„პროცესი, რომელიც ციხისძირში მიმდინარეობს – ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით და მისი ახირებით ასწლოვანი ხეების გადატანა მის ბაღში, უკანონოა და სწორედ ეს გახდა პროტესტის მიზეზი.

პროტესტს გამოხატავს როგორც ჩვენი პარტიის ბათუმის, ქობულეთის ორგანიზაცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. სრული უკანონობაა პოლიციის მხრიდან ფიზკური ძალის გამოყენებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით აქციის დაშლა

დაკავებულია ბათუმის საკრებულოს წევრი ნოდარ დუმბაძე, ქობულეთის საკრებულოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი, ასევე “პარტიზანი მებაღეობის“ წევრები.

ეს ფასდება, როგორც ივანიშვილის პირადი ახირება, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიცია უსიტყვოდ ასრულებენ. ესაა შემაშფოთებელი როცა ფიზიკური ძალის გამოყენებით ხდება მშვიდონია აქციის დაშლა“, – განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე თელავში გაზის გაძვირებაზე – ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა [Video]
შემდეგი სტატიაზღულაძემ უკრაინის რეფორმების მამოძრავებელ ძალად მოტყუების და იმედგაცრუების შეგრძნება დაასახელა