„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავტომანქანების შესაკეთებლად ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას აპროტესტებს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავტომანქანების შესაკეთებლად ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას აპროტესტებს. პარტიის წევრების ინფორმაციით, ქუთაისის მერიას მის ბალანსზე მყოფი ავტომანქანების შესაკეთებლად 340 000 ლარი სჭირდება.

მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და გამარჯვებულიც გამოავლინა. ქუთაისის მერია 440 ათას ლარს საწვავში დახარჯავს. ეს ხარჯი მთლიანობაში 800 ათას ლარს აღწევს, რაც ოპოზიციური პარტიის განცხადებით, საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის ხელფასის 100 ლარით გასაზრდელად საკმარისი თანხაა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს ქუთაისის მერიას გააუქმოს ტენდერი და ძვირადღირებული ავტოპარკი, რამდენიმე ჰიბრიდული ავტომობილით ჩაანაცვლოს.

„მიგვაჩნია, რომ დღეს ქუთაისის მერიის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის სავსებით საკმარისია რამდენიმე ჰიბრიდული სისტემის ეკონომიური წვის ავტომანქანის ყოლა, რომლითაც მერიის თანამდებობის პირები ისარგებლებენ საჭიროებისთვის. რა თქმა უნდა, ეს გააბრაზებს მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც სარგებლობენ ამ ავტომანქანებით, მაგრამ მათი დიდი ნაწილი აიპებში და სხვადასხვა სამსახურში არიან მაინც დასაქმებულები და ეს როგორღაც კომპენსირებას გაუკეთებს მათ ამ გაბრაზებას,“ – განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ.

დღეს მდგომარეობით მერიას 70, მათ შორის 6 მაღალი გამავლობის ავტომანქანა ჰყავს.

banner
წინა სტატიაშიFREEDOM HOUSE ოპოზიციურ პარტიებზე: ევროპულმა საქართველომ მოლოდინებს გადააჭარბა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ 2012 წლამდე პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით, სამი პირი დააკავა