19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 1-ელ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას გამართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს მდივანმა, ირაკლი ფავლენიშვილმა 1-ელ ოქტომბერს, 19:00 საათზე, ე.წ. რიყის დოქებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია დააანონსა.

ფავლენიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 5 წელი სრულდება, რის გამოც იგი საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„დღეს გადის 5 წელი, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და ეპოქალური ცვლილებების ავტორი, პუტინის ინსტრუქციით ზის ციხეში და ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმის მიერ არის დაჭერილი. დღეს უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შიგნით ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ის 9 წელი იყო აღმშენებლობის და ახლა არის ნგრევის 14 წელი.

ამიტომაც ყველას მოგიწოდებთ, ვისაც გააზრებული აქვს რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ცხრა წელი — ინსტიტუციების მშენებლობა, ტურიზმის განვითარება, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ოჯახებისათვის ძლიერი საქართველოს რწმენის დაბრუნება… 1-ელ ოქტომბერს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ ე.წ. რიყის დოქების იმ შენობასთან, რომლებიც ისევე გააპარტახეს და გაანადგურეს, როგორც ჩვენი ქვეყანა“, — განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: იმედგაცრუებული ვარ პაველ ჰერჩინსკის ქცევით — ვის, რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული