ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს 18:00 საათზე სრულდება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს 18:00 საათზე სრულდება. აბიტურიენტებმა 18 საათამდე უნდა მოასწრონ პირადი მონაცემების, საგამოცდო ქალაქის და ჩასაბარებელი საგნების მითითება. მიმდინარე წლის 20 მაისამდე შესაძლებელი იქნება მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა.

საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა ან შეცვლა, აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.

ამ დროის მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 37 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად, ე.წ. სიმ ბოქსების უკანონოდ გამოყენების მორიგი ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო შოთა პაკელიანის დაკავების შესახებ განცხადებას აკეთებს