11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა აპლიკანტებს ვებგვერდზე – online.naec.ge – 11 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.

“აუცილებელია, აბიტურიენტებმა, 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასური გადაიხადონ, რათა მათ რეგისტრაცია 11 მაისის 18:00 საათამდე დაასრულონ”. – წერს ცენტრი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი რეგისტრაციის დაწყებამდე გამოაქვეყნებს “ცნობარს აბიტურიენტებისთვის”, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, გამოცდებზე რეგისტრაციის ინსტრუქციას, საგამოცდო პროცედურებს, პროცესის ეტაპებს და წესებს.

banner
წინა სტატიაშიGlobal Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო