ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 23 თებერვალს 10:00 საათიდან დაიწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

23 თებერვალს ასევე გამოქვეყნდება ცნობარის ელექტრონული ვერსიაც.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის გამოსცა აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია, რომლის შეძენა მსურველებს თბილისსა და რეგიონებში პრესის ჯიხურებსა და რეალიზაციის პუნქტებში შეუძლიათ.

banner
წინა სტატიაშიმაია რჩეულიშვილს შესაძლოა დღეს სასამართლომ ქონება ჩამოართვას
შემდეგი სტატიაქართველი სამხედრო მფრინავის სანაცვლოდ კონგოელი მეამაბოხეები მილიონ დოლარს ითხოვენ