ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა 6 და 11 ივლისს ჩატარდება.

ისტორიაში გამოცდა 12 და 13 ივლისს 2-2 სესიად იქნება.

მათემატიკაში 14 და 15 ივლისს, ბიოლოგიაში კი 16 ივლისს გამოცდა თითო სესიად ჩატარდება.

რაც შეეხება უცხო ენას:

17 ივლისი: I სესია – რუსული და ინგლისური ენა.

II სესია – ინგლისური და ფრანგული ენა.

18 ივლისი: I სესია – რუსული და ინგლისური ენა.

II სესია – ინგლისური ენა.

19 ივლისი: I სესია – გერმანული და ინგლისური ენა.

II სესია – ინგლისური ენა.

20 ივლისს ზოგად უნარებში გამოცდა ორ სესიად გაიმართება.

21 ივლისს გამოცდები ჩატარდება ზოგად უნარებსა და ლიტერატურაში. 22 ივლისს ფიზიკასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, 23 ივლისს გეოგრაფიაში, 24 ივლისს ქიმიაში. 25 ივლისს გამოცდა ჩატარდება სამოქალაქო განათლებაში, ასევე გაიმართება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.

banner
წინა სტატიაშიდიფ ნოლიჯ გრუფის“ (Deep Knowledge Group) ანგარიშში „კოვიდ-19“-ის უსაფრთხოების რეიტინგში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერია
შემდეგი სტატიავაკის რაიონში მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა 50-ზე მეტ მისამართზე განახლდა