ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 1 ივლისს დაიწყება

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლიის დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიხედვით, გამოცდების განრიგი ასე გადანაწილდა:

  • 1-2 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა;
  • 1 ივლისი (პირველი სესია) – აფხაზური ენა;
  • 1 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა;
  • 3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები;
  • 5 ივლისი (პირველი სესია) – მათემატიკა;
  • 8-9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
  • 8 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;
  • 8 ივლისი (მეორე სესია) – გერმანული ენა;
  • 8 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;
  • 10 ივლისი (მეორე სესია) – ქიმია;
  • 11 ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია;
  • 12 ივლისი (მეორე სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • 15 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;
  • 16 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – გეოგრაფია;
  • 19 ივლისი (მეორე სესია) – სამოქალაქო განათლება;
  • 22 ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა;
  • 23 ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა.

რაც შეეხება სამაგისტრო გამოცდებს, გამოცდები წელს 17 ივლისს დაიწყება და 24 ივლისის ჩათვლით გასტანს:

  • 17 – ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – B);
  • 18 – ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი – B);
  • 22 – ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – A);
  • 23 – ივლისი (პირველი სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – C);
  • 23 – ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი – A);
  • 24 – ივლისი (პირველი სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი – C).
banner
წინა სტატიაში3,5 და 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები – სოფელ აწყურთან მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატია„ყველა არჩევნები დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს“ – ჩუგოშვილი პომპეოს უმკაცრეს შეფასებებზე