ერთიანი ეროვნული გამოცდები – განათლების სამინისტრომ კონდიციონერების დამონტაჟება სკოლების მხოლოდ ნაწილში შეძლო

აბიტურიენტებისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად განათლების სამინისტრომ საგამოცდო ცენტრების გაგრილების სისტემებით აღჭურვა, გამოცდებამდე ერთი დღით ადრე დაიწყო.

რამდენიმე საჯარო სკოლაში კონდიციონერები უკვე დამონტაჟდა. უწყებაში თურქეთიდან რამდენიმე ასეული კონდიციონერის ჩამოტანას ელოდებიან. მანამდე კი მინისტრის მოადგილის თქმით, ოთახებში ყველგან ჰაერის გამაგრილებელი ვინტილატორები დაიდგმება.

თეიმურაზ მურღულია ამ ეტაპზე ძირითად პრობლემად სკოლებში კონდიციონერებისთვის ელექტრომომარაგების სიმძლავრეების გაზრდას ასახელებს.

„დილიდან დაიწყო საგამოცდო პროცესი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ვუზრუნველყოთ ყველა საგამოცდო ცენტრი დროულად კონდინცირებით. ამასთან რიგ სკოლებში ჯერჯერობით მხოლოდ ვინტილირება არის უზრუნველყოფილი, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ კონდინცირება მოხდება. უბრალოდ თურქი პარტნიორების მხრიდან მოწოდება უნდა მოხდეს სათანადო რაოდენობის კონდინციონერების,“-განაცხადა მურღულიამ.

banner
წინა სტატიაშიგაუსაძლისი სიცხეები საქართველოში – დღეს ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდება
შემდეგი სტატია„მე რომ მქონდეს შესაძლებლობა გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ჩავატარო გამოცდები, იქნება ძალიან კარგი“ – მაია მიმინოშვილი