ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

წერს

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირველ გამოცდას ყველა აბიტურიენტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებს.

„როგორც წესი რეგისტრაცია დაიწყო დილის 8 საათზე, და ზუსტად 9 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში დასრულდა რეგისტრაცია. სულ საქართველოს მაშტაბით 21 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. რეგისტრაციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. დაახლოებით 8 ათასი აბიტურიენტი უნდა გამოცადებულიყო დღეს გამოცდაზე, ზუსტად 9 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში აბიტურიებტისთვის გაიხსნა საგამოცდო ტესტის ფურცელი. გამოცდის ჩასაბარებლად მათ 4 საათი და 15 წუთი აქვთ გამოყოფილი“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, 14:00 საათზე დაიწყება მეორე სესიის რეგისტრაცია. 15:00 საათზე აბიტურიენტების შემდეგი ნაკადი დაიწყებს ტესტებზე მუშაობას.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 38 500 -ზე მეტი აბიტურიენტი;
საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, რუსთავი, თელავი, ხულო.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

banner
წინა სტატიაშითბილისი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებას უსურვებს