ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

newsnews
ავტ.: newsnews ივლისი 6, 2020 10:22

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 08:00 საათზე, ხოლო გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო. აბიტურიენტებმა რეგისტრაციის პროცესი დისტანციის დაცვით გაიარეს. ცენტრებში შესვლამდე მათ ჩაუტარდათ თერმოსკრინინგი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50 პროცენტზე.

მათივე ცნობით, თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორებაა მინიმუმ ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – ერთ მეტრზე მეტი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა ეროვნული გამოცდების ჩატარების დაზუსტებული წესები. მთავრობის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტს გამოცდის დროს პირბადის მოხსნის საშუალება ექნება, გარკვეულ პირობებში შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვაც.

newsnews
ავტ.: newsnews ივლისი 6, 2020 10:22

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics