ერთიანი ეროვნული ამოცდების მიმდინარეობისას ელეტქრო ენერგია გაითიშა

ტექნიკური უნივერისტეტის მეექვსე კორპუსში მდებარე საგამოცდო ცენტრში, ელექტროენერგიის მიწოდება ნახევარი საათით შეწყდა. თუმცა, აბიტურიენტებს ამის გამო პრობლემები არ შექმნიათ. კომპიუტერების მუშაობა ადმინისტრაციამ ალტერნატიული დენის წყაროთი უზრუნველყო.

ამ დროისთვის გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აბიტურიენტთა დიდმა ნაწილმა საგამოცდო ცენტრები უკვე დატოვა. მათი განცხადებით, ტესტი იყო საშუალო სირთულის და არ გასჭირვებიათ მისი ჩაბარება.

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღეა. ქართულ ენაში აბიტურიენტების პირველი გამოცდა დილის 09:00 საათზე, ქვეყანის მასშტაბით გახსნილ 21 საგამოცდო ცენტრში დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

წელს პირველად, გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება. სულ პროცესში 38 500-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობს.

banner
წინა სტატიაში(video) ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს ასოცირების შეთანხმების ამოქმედებას ულოცავს
შემდეგი სტატიაათათურქის აეროპორტზე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ 11 ადამიანი დააკავეს