„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ალტერნატიული კანონპროექტი შეაქვს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ალტერნატიული კანონპროექტი შეაქვს, რომლითაც მთავრობამ აღნიშნული პროცესი მოსახლეობის ინტერესების დაცვით უნდა წარმართოს.

აღნიშნულის შესახებ პრესკონფერენცია დღეს პარტიის წარმომადგენლებმა გიგი წერეთელმა და გიორგი ღვინიაშვილმა გამართეს.

„მთავრობამ პარლამენტში კანონპროექტი წარმოადგინა, რომლის განხილვაც დაწყებულია და რომელიც ითვალისწინებს შემდეგს – თუ პიროვნებას მიწაზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, ასეთი მიწები სახელმწიფო საკუთრებაში მოექცევა. ვინაიდან ეს საკითხი თითოეული გლეხისთვის ძალიან რთული და მძიმე იყო, 2012 წელს “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო, ასეთი მიწების აღრიცხვა/აღწერა მოხდა და დოკუმენტაცია ეკონომიკის სამინისტროს გადაეგზავნა.

ვინაიდან გლეხი იდგა საშიშროების წინაშე, რომ მას შესაძლოა მამაპაპისეული მიწა დაეკარგა, სწორედ ამიტომ ჩატარდა ასეთი სამუშაოები და დღეს კიდევ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა გლეხი. მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით დადგა საშიშროება, რომ გლეხმა მიწა დაკარგოს.

კახეთის მაგალითზე გეტყვით, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. შესაძლოა ისედაც გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი გლეხი, საერთოდ ულუკმაპუროდ დარჩეს.

მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხი, ყველას აღელვებს, ყველა რეგიონს. ჩვენ ვხვდებით მოსახლეობას და ეს კითხვები ისმება. სწორედ ამიტომ, ჩვენ შეგვაქვს ალტერნატიული კანონპროექტი. გვსურს, რომ საქართველოს მთავრობამ ეს პროცესი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე წარმართოს და იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც შესაძლებელია საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, ეს უსასყიდლოდ გააკეთოს და გლეხს მიწა საკუთრებაში გადასცეს.“

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია “ნაციონალებს” ურჩევს, ჩამოყალიბდნენ, თბილისში გამართული საკომიტეტო სხდომები კონსტიტუციურია, თუ არა
შემდეგი სტატიაელისო ჩაფიძის განცხადებით, მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს