“ერთი ვიღაცა, ერთი ბანდა, ერთი ხალხის გროვა აკეთებს ამას” – მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ საწყობებში ხანძარი განზრახ გააჩინეს

თევდორე მღვდლის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩენილი ხანძარი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მეხანძრეებმა შენობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს, თუმცა კერებს ამ დრომდე ამუშავებენ. ამ წუთებში მეხანძრეების ხანძრის კერების ლიკვიდაციას ცდილობენ.

1800 კვადრატული მეტრის ფართობიდან, 200 კვადრატულ მეტრამდე ფართობია დამწვარი.

ხანძრის გამომწვევის მიზეზი უცნობია. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ამ შენობაში შესვლა მათთვის უსაფრთხო აღარ იქნება.

მოვაჭრეების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ხანძარი საწყობში განზრახ გააჩინეს და შენობის განადგურება კონკრეტული პირების ინტერესში შედის.

„ერთი ხელწერაა, ამაში ვერავინ დამარწმუნებს რომ ასე არაა. ერთი ვიღაცა, ერთი ბანდა, ერთი ხალხის გროვა აკეთებს ამას. ეს საქართველოში არასოდეს არ ყოფილა, შეიძლება ყოველდღე რაღაც ხდებოდეს,“-ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათი ზარალი დიდია და არ იციან ზარალის ანაზღაურება ვის მოთხოვონ, მათთვის გაუგებარია რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, რადგან ელექტროსადენები მხოლოდ ერთი წლის გაყვანილია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მიქუტაძე – მოსამართლეების მაღალი შეფასებები არ ტოვებს კითხვებს, თუ რატომ განწესდნენ ისინი უვადოდ
შემდეგი სტატია,,სახელმწიფოებრივს უნდა მოვარგოთ კანონმდებლობა და არა კანონს სახელმწიფოებრივი”-გია ხუხაშვილი