19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

“ერთი წლის წინ ხაბეიშვილი დაიჭირეს სიტყვის გამო, ახლა — ბარამიძე”- ლაშა ტყეშელაძე

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, არავითარი სისხლის სამართლის დანაშაული გიორგი ბარამიძეს არ ჩაუდენია და ის სიტყვის გამოა დაკავებული. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერსი განაცხადა.

„ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილი არ არის თუ რა მუხლით წაუყენებენ მას ბრალს, მაგრამ თუ წაუყენებენ, რა თქმა უნდა, ბრალი არის აბსურდული. გიორგი ბარამიძემ განმარტა იმ კომენტარზე, რომელიც მან იაგო ხვიჩიას გადაცემაში გააკეთა. როცა განმარტება გააკეთა, ყველა კითხვას სამართლებრივი პასუხი გაეცა. მის სიტყვებში არავითარი სამართლებრივი დანაშაული არ იყო, ხოლო თუ ვინმეს სხვაგვარი აღქმები დარჩა, ეს მათი პრობლემაა.

ყველამ, ვინც გიორგი ბარამიძეს იცნობს, იცის, რომ ის საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდა და არის ქვეყნის პატრიოტი. არავის არ დაავიწყდეს, რომ ამ ქვეყნის გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დღეს რუსეთშია და უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის. აი, ეს პროკურატურა დღეს გიორგი ბარამიძეს გამოგონილი მუხლით აკავებს. საზოგადოებას ასევე შევახსენებ, რომ გიორგი ბარამიძე გასამართლებულია რუსული სასამართლოს მიერ – მას რუსულმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა და 6 წელი და 5 თვე მისცეს. ამ პირობებში პატრიოტ ადამიანს ბრალი ლაპარაკის – სიტყვის გამო წაუყენეს. ერთი წლის წინ პოლიტიკური ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ლაპარაკის, სიტყვის გამო დაიჭირეს და ერთი წლის თავზე პატრიოტი ადამიანი დააკავეს, რომლის ქმედებაში სისხლის სამართლის ნიშნები არ არსებობს“, – განაცხადა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ლექვინაძე: უფასო ესთეტიკური პროცედურის შეთავაზება ხშირად ძვირადღირებულ ვალდებულებად ქცეულა
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: სამშობლოს ღალატის ბრალდებით ბარამიძის დაკავება იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის, არის რუსული ცინიზმი