ერთი წლის მანძილზე მალიში ორჯერ მოხდა გადატრიალება

ერთი წლის მანძილზე მალიში ორჯერ მოხდა გადატრიალება

24 მაისს საღამოს მალის სამხედრო ძალებმა ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი ბა ნდაო, პრემიერი მოკტარ უანი და თავდაცვის მინისტრი სულეიმან დუკურე დააპატიმრეს. ყველა მათგანი კატის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, რომელიც დედაქალაქ ბამაკოდან 15 კილომეტრში მდებარეობს. მათ ამჟამინდელ სტატუსსა და პირობებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

სააგენტო “ფრანს პრესის” კორესპონდენტმა მოკტარ უანს დაპატიმრებამდე რამდენიმე საათით ადრე დაურეკა. საუბრის დროს პრემიერმა თქვა, რომ მას ჯარისკაცებმა მიაკითხეს. შემდეგ კავშირი გაწყდა.

ადგილობრივი გამოცემის Journal du Mali ინფორმაციით, დაკავების მიზეზი პრეზიდენტისა და პრემიერის უარი გარდამავალ მთავრობაში პოლკოვნიკების მოდიბო კონესა და სადიო კამარუს ჩართვაზე უარის თქმა გახდა – ისინი წინანდელ სამხედრო გადატრაილებაში აქტიურად მონაწილეობდნენ.

აფრიკის კავშირი, დასავლეთ აფრიკის ეკონომიკური თანამეგობრობა და მალიში გაეროს მისია გმობს ძალადობას და დაკავებულების დაუყოვნებლივ განთავისუფლების მოწოდებას აკეთებს – ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიპროტასევიჩთან ერთად დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაკობახიძე: „ნაციონალებს” უკვე გადაწყვეტილი აქვთ პარლამენტში შემოსვლა