უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მას არ მოუსმენია არანაირი სიტყვები, რომლებითაც მას დაარწმუნებდნენ, რომ რუსეთთან კომპრომისის შემდეგ პუტინი ახალ ომს არ დაიწყებს:
“ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია, უკრაინელებს კლავენ, და ამის შემდეგ მეუბნებიან: „მისმინე, გინდა, რომ აღარ გაგაგრძელონ მკვლელობა? უნდა გახვიდე ტერიტორიიდან“. და სანაცვლოდ უსაფრთხოების რა გარანტიებს მივიღებთ? დონეცკის ოლქიდან გასვლა? და სად არის კომპრომისი, ნატოში შევალთ?
მე მსგავსი არაფერი მომისმენია — უბრალოდ არც ერთი წინადადება, რომელიც გარანტიას მოგვცემდა, რომ ხვალ ახალი ომი არ დაიწყება და პუტინი მაინც არ შეეცდება მინიმუმ დნეპრის, ზაპოროჟიეს და ხარკოვის ოკუპაციას.
მან უკვე ორჯერ დაიწყო ომი ამერიკის სხვადასხვა პრეზიდენტის მმართველობისას — რა შეაჩერებს მას მესამე ომის დაწყებისგან?”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
















