ერთი თვის მანძილზე ინფექციურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებს კომპანია „აქვა გეო“ უსასყიდლოდ წყლით მოამარაგებს

კომპანიააქვა გეო” – ინიციატივით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „სნოს“ და კობისწყლებით, ერთი თვის მანძილზე, სრულიად უსასყიდლოდ მოამარაგებს ინფექციურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებს და ამ გლობალურ პანდემიასთან მებრძოლ მედპერსონალს.

 

,,დღეს ის დღეა, როცა ყველაფერზე მაღლა უნდა დადგე, რადგან ყოველდღიურად ხედავ შენი ქვეყნის მოქალაქეების უანგარო თავდადებას. დღეს უკვე მივაწოდეთ პირველი პარტია წყლების და ასე გავაგრძელებთ მთელი თვის მანძილზე. მტკიცედ გვჯერა, რომ ღმერთის შეწევნით და ერთმანეთის მხარში დგომით შევძლებთ გადავლახოთ ყველა სირთულე”. – აცხადებენ ინიციატორები.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია ამირან გამყრელიძის მისამართით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს