“ერთი თვე ვერ ვპოულობდით სად იყო… “ – კაბუს ოჯახი საკონსულოს უყურადღებობაში ადანაშაულებს

საფრანგეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული მსახიობისა და მომღერალის, კაბუს ოჯახი საფრანგეთში საქართველოს საკონსულოს უყურადღებობაში ადანაშაულებს. კაბუ უკვე ორი თვეა თვეა სასამართლოს სხდომის ჩატარებას ელოდება. კახა აბუაშვილის დედა ყვება, რომ პროცესი მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო ჭიანურდება, რის გამოც საფრანგეთში საქართველოს საკონსულოს დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
„ჯერ ერთი თვე ვერ ვპოულობდით სად იყო. ჩვენ მივედით საელჩოში, დავწერეთ განცხადება, მაგრამ ვინ მიაკითხა? ამ დრომდე არავინ მიაკითხა,“ – ამბობს ცირა აბუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ კაბუ ქურდულ სამყაროსთან ბრალდებით არის დაკავებული, რასაც თავად არ აღიარებს. აბუაშვილის ოჯახი ამბობს, რომ ის საფრანგეთში სამკურნალოდ იყო წასული.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ბესელიასთან გვერდით დგომა არ იყო სირცხვილი და სააკაშვილის და ნათელაშვილის პარტიები “გეგრეხებათ”?
შემდეგი სტატია“გარკვეულ დროს მივცემ, რომ ამ დროში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას” – სარალიძე პანკისში აქციას შეუერთდება