ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, სახალხო არტისტი, სახალხო მთქმელი, ვარსკვლავთბიჭუნა ზარქუა 24 რიცხვამდე მაინც, იქნებ მოაშოროთ ტელეეკრანებს – ხაბეიშვილი უმრავლესობას

ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, სახალხო არტისტი, სახალხო მთქმელი, ვარსკვლავთბიჭუნა ზარქუა 24 რიცხვამდე მაინც, იქნებ მოაშოროთ ტელეეკრანებს, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატებს, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ მოხსენებას უსმენენ.

ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკის ნაცვლად პარლამენტი გადააქცია ღვარძლის, დაპირისპირების და პოლიტიკური შურისძიების ასპარეზად.

ამასთან, მან მმართველი პარტიის დეპუტატებს შეახსენა, რომ „ამავე დარბაზიდან გასცემენ ხოლმე მათივე კოლეგების დაკავების ბრძანებას”. ამ კონტექსტში ხაბეიშვილმა დაასახელა ნიკა მელიას, ბადრი ჯაფარიძის, თემურ ჯანაშიასა და დავით კირკიტაძის წინააღმდეგ აღძრული საქმეები.

„ზოგადად, აქ არის ხოლმე ჩემი კოლეგა, სახალხო არტისტი, რომელიც მიჩივის, გამლახა, მცემა და მატკინაო და სისხლის სამართლის საქმე ამ დრომდე ჩემზეც მიმდინარეობს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, დეპუტატმა კითხვით მიმართა უმრავლესობის წევრებს, თუ დაინტერესდა რომელიმე მათგანი, „რატომ აჩუქა ტყე ირაკლი ღარიბაშვილმა მეუღლეს“.

„თქვენ ხომ ხელისუფლების მაკონტროლებელი ხართ? ან მაგალითად, თუ ტყის ამბავი არ მოგწონთ, ბიძინა ივანიშვილმა ხომ თქვა, რომ ღარიბაშვილმა და მისმა ნათესავებმა მილიონები მოიპარესო და ნწუ, ნწუ, ნწუო და ამიტომ გავუშვი თანამდებობიდანო?! მოიკითხეთ ის ნათესავები, რომელიმე პასუხისგებაში არის მიცემული ან თავად ღარიბაშვილს რატომ არასდროს არაფერი დაეკისრა? ეს ხომ ბიძინამ თქვა, ხაბეიშვილს ხომ არ უთქვამს? ან რატომ არასდროს დაინტერესდით ღარიბაშვილი ბერას სათამაშოს როლს რომ ასრულებდა სატელეფონო ზარის დროს, მერე ავთენტიკურობაზე, მილისტებზე და ათას სისულელეზე რომ ისაუბრეს მთავრობის წევრებმა. რატომ არ დაინტერესდით? ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად მოძალადეა იმ ჩანაწერში, ასე ირკვევა, რა გააკეთეთ, კონტროლის რა მექანიზმი ჩართეთ ამ მიმართულებით?” – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილმა ასევე კითხვა დასვა „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებაზე, „რომელიც სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ პარტიული ბოსების ზეწოლის შედეგად გარდაიცვალა“.

ამასთან, ხაბეიშვილმა ისაუბრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძესთან მიმართებით, რომელსაც „არშემდგარი ძველი ბიჭი უწოდა“, აჭარის უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენისას მისივე გამოსვლისა და ლექსიკის გამოყენების გამო. „ამ კაცს თუ ვინმემ მოუსმინეთ წარმოუდგენელი სისაძაგლე მოდიოდა მისი პირიდან“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივამაყობთ, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ინვესტორთა საბჭოს პლატფორმას საქართველოში, განვაგრძობთ ამ პლატფორმის დაფინანსებას 2025 წლამდე – ბრიტანეთის საელჩო
შემდეგი სტატიაუმრავლესობა და უმცირესობა სხვადასხვა სიხშირეზე ვლაპარაკობთ, უნარები გვაქვს ჩახშული, რომ ერთმანეთის გავიგოთ – თქვენი ვალია, სიხშირეები გავასწოროთ და ადამიანებს მაგალითი მისცეთ – უსუფაშვილი