9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

“ერთი სული მაქვს რომ გავიგო, მზია თავისუფალია და კიდევ დანარჩენი ქალები… ჩვენი ბიჭები მაგრები არიან და გაუძლებენ ყველაფერს”– ზვიად ცეცხლაძის დედა

“ერთი სული მაქვს, რომ გავიგო, მზია თავისუფალია და კიდევ დანარჩენი ქალები… ჩვენი ბიჭები მაგრები არიან და გაუძლებენ ყველაფერს,“ – ამის შესახებ მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის დედამ გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა.

„ზვიადის შეწყალებაზე არ ვფიქრობ, მაგრამ ორწლიანებზე ვფიქრობ. როგორც ზვიადს დაველოდებოდი, ისე ველოდები მაგ ბიჭებსაც. ზვიად, ვიცი, რომ ჩვენზე ნერვიულობ, მაგრამ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია, რომ მანდ მაგრად იყო.

ერთი სული მაქვს რომ გავიგო, მზია თავისუფალია და კიდევ დანარჩენი ქალები, ჩვენი ბიჭები მაგრები არიან და გაუძლებენ ყველაფერს. ქალები რომ განთავისუფლდნენ, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ნარგიზ დავითაძემ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

banner
წინა სტატიაშიყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა
შემდეგი სტატიაუხვი ნალექის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ