„ერთი შეხედვით უსაფრთხო გასართობი ბევრ ოჯახს თავის ტკივილად ექცა“ – საახალწლო პიროტექნიკით 54 ადამიანი დაშავდა

ახალი წლის ღამეს საახალწლო პიროტექნიკით თბილისში 54 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი. დაშავებულებს ძირითადად ზედა კიდურებისა და სახის დამწვრობა ჰქონდათ მიღებული.

როგორც „რუსთავი 2“-ს თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ მჭედლიშვილმა განუცხადა, სასწრაფო დახმარების ცენტრში სამი დღის განმავლობაში კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ჩივილით 470-ზე მეტი ზარი შევიდა.

„31 დეკემბრიდან სამი იანვრის დილის მონაცემებით, ალკოჰოლურ ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით შემოვიდა 414 გამოძახება, აქედან ჰოსპიტალიზირებულია 116 პაციენტი.

რაც შეეხება კვებით ინტოქსიკაციას, სამედიცინო დახმარება დასჭირდა 62 ადამიანს, მათ შორის სხვადასხვა კლინიკებში ჰოსპიტიზირებულია 23 პაციენტი. პიროტექნიკასთან დაკავშირებული შემთხვევები 54 დაფიქსირდა”,- აღნიშნავს თამარ მჭედლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ბექა ბერიანის მკვლელობასა და ბიანკა შიგუროვას მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განმარტავს
შემდეგი სტატიასტამბოლის კლუბზე თავდასხმაში 12 ეჭვმიტანილი დაკავებულია