ერთი სატვირთოს მძღოლს მურმანსკის რეგიონში, სამხედრო აეროდრომთან ახლოს გაჩერება დაავალეს

სატვირთო მანქანების მძღოლებს, რომლებმაც რუსეთის სტრატეგიულ ავიაბაზებზე თავდასხმისთვის დრონები მიიტანეს, არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ ტვირთის შესახებ და ისინი მთელი გზის განმავლობაში კონტროლდებოდნენ. რუსეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ დაკითხული მძღოლების დეტალები გამოაქვეყნა რუსულმა ინტერნეტ-საინფორმაციო გამოცემა , BAZA-მ.

ერთ-ერთმა მძღოლმა, 55 წლის ჩელიაბინსკის მკვიდრმა, ალექსანდრე ზ.-მა, განაცხადა, რომ ის მუშაობს 37 წლის არტიომის კუთვნილ მანქანაზე. გარკვეული ხნის წინ, მან მიიღო შეკვეთა მურმანსკის რეგიონის მაცხოვრებლისგან, მეწარმისგან, რომელსაც სჭირდებოდა ოთხი ჩარჩოიანი სახლის გადაზიდვა ჩელიაბინსკიდან მურმანსკის რეგიონში, კოლის რაიონში.

ფასზე შეთანხმების შემდეგ, ალექსანდრემ „ტვირთი“ მანქანაში ჩატვირთა და გაემგზავრა. მძღოლის თქმით, გზაში მას უცნობი პირი ტელეფონით დაუკავშირდა და მიაწოდა ინსტრუქციები, თუ სად და როდის უნდა გაჩერებულიყო. ბოლო დავალება იყო გაჩერება „როსნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურზე, მურმანსკის რეგიონში, სამხედრო აეროდრომთან ახლოს….სწორედ იქიდან გაუშვეს FPV კამიკაძე დრონები 😈 მსგავს ისტორიებს ჰყვებიან სხვა სატვირთო მანქანების მძღოლებიც.

ამასთან, რუსეთის პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა 37 წლის არტიომ ტიმოფეევზე, რომელსაც რუსეთის ავიაბაზებზე დრონებით თავდასხმაში მონაწილეობაში სდებენ ბრალს.

ოკუპანტები აქვეყნებენ მის ფოტოს და ამბობენ, რომ „ეჭვმიტანილი“ დონეცკიდანაა, მაგრამ გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა კიევში, სანამ ჩელიაბინსკში გადავიდოდა. ის ფლობდა სატვირთო მანქანებს, საიდანაც უკრაინელთა FPV კამიკაძე დრონები გაუშვეს.

გარდა ამისა, რუსული მხარე წერს, რომ ჩელიაბინსკში მდებარე საწყობის მოიჯარეებმა, რომელიც თავდასხმისთვის დრონები იყო მომზადებული, რუსეთის ტერიტორია თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვეს.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის შესახებ შეთქმულების თეორიას აზიარებს
შემდეგი სტატიახობში შუახნის კაცმა, სავარაუდოდ, ყელი გამოიჭრა – “გურიანიუსი”