ერთი მოქალაქის ხმაც რომ ჰქონდეს ივანიშვილს მოპარული, ის არ უნდა შერჩეს – თინა ბოკუჩავა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო მისიების საბოლოო შეფასებები კიდევ უფრო მკაცრი გახდება. ამის შესახებ მან “დღის კურიერის” ეთერში ისაუბრა.

“ერთი მოქალაქის ხმაც რომ ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს მოპარული, ის არ უნდა შერჩეს. აბსოლუტურად ყველა მაღალი რეპუტაციის ეგზიტპოლი, ისევე როგორც სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის პროცედურა მეტყველებს იმაზე, ძალიან ცხადად და ცალსახად, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა, ხოლო მთავრობის ფორმირებისთვის საჭიროა სწორედ უმრავლესობის მხარდაჭერა. მან მოიპარა ეს არჩევნები იმისთვის, რომ მოახდინოს მთავრობის ფორმირება, მე ველოდები, რომ შეფასებები კიდევ უფრო გამწვავდეს საბოლოო ანგარიშში, რომელიც უნდა დაწეროს ეუთომ ცოტა ხანში, მას შემდეგ, რაც შეისწავლის იმ დოკუმენტაციას, რომელსაც მივაწვდით. ერთადერთი გონივრული გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც გამოიწვია არჩევნების შევარდნაძისეული მასშტაბით გაყალბებამ, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა, ახალი საარჩევნო ადმინიტრაციის პირობებში,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიარჩევნებზე ჩვენი 160 000 მხარდამჭერი მოვიდა, მინიმუმ უნდა გვქონოდა 6-დან 7%-მდე სამართლიანი დათვლის პირობებში – ბადრი ჯაფარიძე
შემდეგი სტატიაჩვენ ვერ ავყვებით ამ დესტრუქციულ ძალას, საქართველოში არჩევნები ჩატარდა – გიორგი კახიანი