ერთი მცირე მტკიცებულებაც კი, რაც ოლიგარქიასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს წარმოდგენილი, ჩვენს მიერ განხილული იქნება – ასეთი მტკიცებულება ივანიშვილზე ვერ იქნება, ასეთი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს! – მდინარაძე

ერთი მცირე მტკიცებულებაც კი, რაც ოლიგარქიასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს წარმოდგენილი, ვისაც არ უნდა ეხებოდეს, ჩვენს მიერ განხილული იქნება – ასეთი მტკიცებულება ბიძინა ივანიშვილზე ვერ იქნება, ასეთი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს! – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ოლიგარქია დიდი გავლენის ადამიანთა მცირე ჯგუფის მიერ რაღაც პროცესების არალეგიტიმურად მართვას ნიშნავს, ხოლო ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის ვერავინ იგულისხმებს.

“რაც ბუნებაში არ არსებობს, იმისი მტკიცებულება გარანტირებულად ვერ იარსებებს – თქვენ რომ გინდათ იმ ადამიანების მიმართ, ბუნებრივად ვერ იქნება. შესაბამისად, ოლიგარქიასთან დაკავშირებით ერთი მტკიცებულებაც კი, ვის მიმართაც იქნება, ამას აუცილებლად ყურადღებით გავეცნობით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვამ და უკრაინამ გააკეთეს უმთავრესი, ოლიგარქიული სისტემა დაშალეს, ჩვენ კი ოლიგარქია გავაძლიერეთ – შეასრულებს ამ პირობებს ხელისუფლება? არა და არც აპირებს! – სიმონიშვილი
შემდეგი სტატიახელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა მოეხდინა საქართველოს დისტანცირება ევროკავშირისგან და მიზანს მიაღწია – საზოგადოებამ უნდა შემოატრიალოს პროცესი და საქართველო კვლავ ევროპისკენ მიმავალ გზაზე დააყენოს – გამყრელიძე