“ერთი კობახიძეს უშველა დიპლომმა და მეორე ამ ჩლუნგ ტიკარაძეს უშველიდა რომ ჰქონოდა”

“არანაირი დიპლომი თუ უდიპლომობა ჩემთვის საზომი არ არის. ერთი კობახიძეს უშველა დიპლომმა და მეორე ამ ჩლუნგ ტიკარაძეს უშველიდა რო ქონოდა.

ცოტა გაუგებარია ჩემთვის, ივანიშვილს – მთავარ დამნაშავეს და მის ხელისუფლებას რომ ვთხოვთ მის მოხსნას და სხვის დანიშვნას. უკეთესს დანიშნავს??

ტიკარაძე, ისევე როგორც სხვა ჭანჭიკები დამნაშავეები არიან და უნდა დაისაჯონ, მაგრამ ეს მოხდება ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.

აქამდე სწორად მივდივართ და მთავარ მიზანს არ ავცდეთ მეგობრებო – ახალი არჩევნები ახალი საარჩევნო კომისიით.
და კიდევ ერთი: ჩვენ 31 დეკემბრამდე ასე ციყვებივით სახლში ჯდომას და ამ უკანონო საგანგებო მდგომარეობის წესების დაცვას ვაპირებთ, რასაც არაფერი საერთო ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუმვასთან არა აქვს და პირდაპირ ემსახურება გაყალბებული არჩევნებით მიღებული პარლამენტის გათრევას და ეკონომიკის საბოლოოდ დანგრევას?? ის ერთდღიანი დაუმორჩილებლობა ფილმად ვნახეთ თუ რა ხდება ჩვენ თავს?”-წერს ირინა სარიშვილი

banner
წინა სტატიაშიქვის საამქროში ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა
შემდეგი სტატია“წარმატების მისაღწევად კარგი განათლება მხოლოდ ხელისშემშლელი შეიძლება იყოს”